კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია – მაჭარაშვილი გვარამიაზე
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია.
„როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს რაში, იმაში რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ა.შ. ამაში იღებს 100 ათას ლარს.
მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყინებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის „მთავარი არხი“, რატომ იღვწიან?! იმისთვის, რომ გვარამიამ 100 ათასები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ გვარამიამ და გაბუნიამ, საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს, შეეცადნენ, საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები