1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” ხმას მისცემდა 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 5% -NDI
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” ხმას მისცემდა 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 5% -NDI

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, “ქართულ ოცნებას” ხმას მისცემდა 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 5% -NDI

187
0

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” ხმას მისცემდა 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” 5%, არც ერთ პარტიას 34%, არ ვიცი 26%, სხვა პარტიებს ჯამში 6%.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, “პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება”.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.