1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი”- გიორგი ვაშაძე
,,კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი”- გიორგი ვაშაძე

,,კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი”- გიორგი ვაშაძე

36
0

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოში დემოკრატიას დაასამარებს.

„ეს კანონი მიზნად ისახავს გააჩუმოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია და შემდეგ მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია. ეს კანონი მიზნად ისახავს ბოლომდე დაასამასაროს დემოკრატიის ჩანასახიც კი, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაა რუსული ეს კანონი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ „არასწორ სახეს და სისუსტეს“ აჩვენებს ისიც, რომ 29 აპრილს კონტრაქციას გამართავენ.

„სისუსტეა, როდესაც ძალით გინდა 29 აპრილს კონტრაქციაზე ჩაიყვანო მთელი საქართველოდან ადამიანები. ამით რას აპროტესტებენ, რისთვის იკრიბებიან? ევროპულ ინტეგრაციას აპროტესტებენ, საქართველოს სხვლას ევროკავშირისკენ აპროტესტებენ თუ რას, რისთვის იკრიბებიან? თუ ახალგაზრდებს უწყობენ კონტრაქციას? აი, ეს არის მათ არასწორი სახე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველო არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსხვერპლი.

„ევროპარლამენტში გუშინდელი დისკუსია რასაც აჩვენებს არის ის, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. მეორე რასაც აჩვენებს არის ის, რომ საქართველო არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსხვერპლი. მსხვერპლი ვართ იმ ანტიქართული ქმედების, რომელსაც ახლა ახორციელებენ ეს ადამიანები. მიუხედავად ამ პრობლემებისა მთელი ევროპა ხედავს, რომ მთელი საქართველო დგას ფეხზე და თქვენ ეიმედებით ევროპელებს. პირველ რიგში თქვენ მადლობა მინდა გითხრათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.