1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში
ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში

1.68K
0

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იმის მიუხედავად, რომ ბევრი გავაკეთეთ, ვერ შევძლებთ იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ გამოიწვია. ტრამპი არ ზის ოვალურ კაბინეტში უქმად. ის აკეთებს ამერიკელი ხალხის საქმეს და მჯერა, რომ ისინი ბევრ კარგ შედეგს დაინახავენ“, – აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის მიერ მიღებულ განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკაში დაბადებულებს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭებათ.

ვენსის თქმით, დაბადების შემდეგ მოქალაქეობის მიღება არის სულელური საიმიგრაციო პოლიტიკა მსოფლიოში.

„დროებითი მაცხოვრებლების, ადამიანების, რომლებიც შემოდიან აქ ლეგალურად თუ არალეგალურად და არ აპირებენ დარჩენას, მათი შვილები არ უნდა გახდნენ ამერიკის მოქალაქეები. მე არ ვიცი არცერთი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს, ან რატომ ვიყოთ განსხვავებულები“, – დასძინა ვენსმა.