1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს
ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

75
0

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს.

სამინისტროს ინფორმაციით, სარჯველაძის ახალი მოადგილეები: თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

„თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წელს ის ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე გიორგი პატარიძე 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც“, – აცხადებენ სამინისტროში.