პირადი ფინანსების და უსაფრთხოების გადარჩენა ქვეყნის აწმყოთი და მომავლით ვაჭრობის ხარჯზე, - ასე შეაფასა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილი.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, ივანიშვილისთვის მთავარია, „მხოლოდ თავად იყოს კარგად“.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება რუსეთის არგაღიზიანებისთვის. გარეჯის საკითხით სპეკულირება არჩევნების მოგებისთვის. „დასავლეთი ომში გვითრევს" - მდარე სპექტაკლის გათამაშება. მის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს…გამოფხიზლების დროა!“- წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მამუკა ხაზარაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.