1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია გზაგასაყარზეა
ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია გზაგასაყარზეა

ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია გზაგასაყარზეა

469
0

ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი იქნება. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, ავითარებდა დემოკრატიას და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ მწვავეა. მოუთმენლად ველოდები ორპალატიან, ორპარტიულ მუშაობას, რათა მივაღწიოთ უკრაინაში რუსეთის ომის სამართლიან დასასრულს, უფრო ძლიერ ნატო-ს ალიანსს და საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა უიკერმა.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია დგას გზაგასაყარზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და დააშოროს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კომისიის თანათავმჯდომარე გახდა.