1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჰააგაში პოლიციამ ეკოაქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
ჰააგაში პოლიციამ ეკოაქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ჰააგაში პოლიციამ ეკოაქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

354
0

ჰააგაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეკოაქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ავტომაგისტრალი ჰქონდათ დაკავებული. 

გარემოს დამცველი აქტივისტები საგადასახადო წესებს აპროტესტებენ, რომლებიც მათი მტკიცებით, წიაღისეული საწვავის გამოყენებას ახალისებს. კერძოდ, ისინი ეწინააღმდეგებიან საგადასახადო შეღავათებს ნავთობგადამამუშავებელი და ქვანახშირის საწარმოებისთვის.

ეკოაქტივისტების დემონსტრაციის პარალელურად, ჰააგაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ათასობით ფერმერმა გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ აზოტის გამოყენების შეზღუდვის გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, ინიციატივა მრავალ ფერმას და საკვები პროდუქტების წარმოებას დააზარალებს.