ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში.

შემოქმედის მხრიდან მაღალი  სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.