გოგა ხაინდრავა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მიმართავს
3.57K
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სოციალურ ქსელში მიმართავს.
“ხერ ფიშერ! “შიგ ევროპული” უწყვეტი! გაუნელებელი პროტესტის მონაწილე! აღშფოთებული პროდასავლელი პროტესტანტები! დაჟინებით მოვითხოვთ! სასწრაფოდ გამოუშვით შოლც-ბერბოკის პროპუტინული რუსული რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მშვიდობიანი პიროტექნიკოსი პოლიტპატიმრები! ვგმობთ დემოკრატიის უკუსვლას!”,- წერს ხაინდრავა პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ბერლინში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.