რკინიგზის სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ადასტურებს.
კურიერი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ჰელსიკორში გადაიყვანა.
ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



