1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა
ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა

917
0

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 1537 პალესტინელი ემსხვერპლა, 6612 კი დაშავდა.

მათივე მონაცემებით, დაღუპულთა შორის 500 ბავშვი და 267 ქალია.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.