1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გავუფრთხილდეთ ერთიანობას, დაპირისპირება არაფერს გვარგებს”- გია ბარამიძე
“გავუფრთხილდეთ ერთიანობას, დაპირისპირება არაფერს გვარგებს”- გია ბარამიძე

“გავუფრთხილდეთ ერთიანობას, დაპირისპირება არაფერს გვარგებს”- გია ბარამიძე

256
0

საჭიროა ერთიანობა, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთიანობას, დაპირისპირება არაფრად გვარგებს, ამიტომ ეს მყიფე ბალანსი უნდა დავიცვათ და შევძლოთ, საღი აზრიდან გამომდინარე ერთმანეთის კრიტიკა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დახსნა უნდა მოხდეს ერთიანობით, ერთიანი მოქმედებით, დაპირისპირება არ არგებს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს.

„დამთავრდა საარჩევნო კამპანია და ეს დაპირისპირება უნდა ჩაბარდეს წარსულს, ოპონირება კი ბატონო, მაგრამ დაპირისპირება არა. ოპონირება ნორმალურია ჩვენ პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო და იქნება, უნდა იყოს მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი პარტიაა. ყველა ერთ ჭკუაზე ვერ იქნება, ეს ტრადიციები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ყოველთვის ვკამათობდით არც იმის შეგვშინებია, რომ დრო და დრო ეს გარეთ გამოგვეტანა, მაგალითად, გაიხსენეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით ხალხის გამოკითხვა, მაგალითად, წინა თავმჯდომარის არჩევნები, როდესაც ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ დავიწყეთ ეს პრაიმერისი და ეს შეჯიბრება პარტიაში. ეს არის საღი ოპონირება, ყოველთვის უნდა იყოს და გაგრძელდება. მე მხარს დავუჭერ, რომ გვქონდეს ერთმანეთთან საღი კამათი და არა დაპირისპირება.  ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რა გზითაც ჩვენ უნდა ვიაროთ. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ერთიანობას, რადგან ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე ორი მთავარი ამოცანა, რომელსაც ერთიანობის გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, ნიკას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე საქართველოს გათავისუფლება პროპუტინისტური მოღალატე გავრილოვებისაგან. ამისთვის არის საჭირო ეს ერთიანობა. რას გამოიწვევს ამას ჩვენ ვნახავთ. საჭიროა ერთიანობა, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთიანობას. დაპირისპირება არაფერს არ გვარგებს, ამიტომ ეს მყიფე ბალანსი უნდა დავიცვათ და შევძლოთ, რომ საღი აზრისგან გამომდინარე ერთმანეთის კრიტიკა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა გია ბარამიძემ