1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნიკა მელია არის წარსული, ჩვენ გვაინტერესებს მომავალი” – ლევან ხაბეიშვილი
“ნიკა მელია არის წარსული, ჩვენ გვაინტერესებს მომავალი” – ლევან ხაბეიშვილი

“ნიკა მელია არის წარსული, ჩვენ გვაინტერესებს მომავალი” – ლევან ხაბეიშვილი

609
0

ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და, მგონი, უნდა გაასწორონ ისრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა.

„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ 2 თებერვალს განაცხადა, რომ პოპულიზმია მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად შევარდნისა და შეჭრის შესახებ განცხადებები. ამასთან, მელიამ კაპიტულანტური პოზიცია უწოდა სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.