1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთის სამთავრობო დელეგაციას ელისაბედ მეორის პანაშვიდზე დასწრება აუკრძალეს
ჩინეთის სამთავრობო დელეგაციას  ელისაბედ მეორის პანაშვიდზე დასწრება აუკრძალეს

ჩინეთის სამთავრობო დელეგაციას ელისაბედ მეორის პანაშვიდზე დასწრება აუკრძალეს

223
0
ჩინეთის სამთავრობო დელეგაციას გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის პანაშვიდზე დასწრება აუკრძალეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, თემთა პალატის სპიკერმა სერ ლინდსი ჰოილმა ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრების ვესტმინსტერის დარბაზში შესვლაზე უარი განაცხადა, რისი მიზეზიც ჩინეთის მიერ ხუთი დეპუტატისა და ორი ლორდის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.
 
შარშან, ჩინეთმა ბრიტანეთის 9 მოქალაქეს, მათ შორის პარლამენტის 7 წევრს, უიღური მუსლიმების მიმართ არასათანადო მოპყრობაში დადანაშაულების გამო, მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა და აქტივები დაუყადაღა. ამასთან, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორშაბათს, ვესტმინსტერის სააბატოში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას, სავარაუდოდ, დაესწრება.