1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, “ქოცებო”- ნიკა გვარამია
გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, “ქოცებო”- ნიკა გვარამია

გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, “ქოცებო”- ნიკა გვარამია

170
0

გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ – საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, – ამის შესახებ პარტია „ახლის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას” რაციონალური მოქმედების უნარი.

„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ – საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.

ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები” და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!

ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი” დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა, ყოველდღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!

მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და, რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს.

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო””, – წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.