1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროვიზიის კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება
ევროვიზიის კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ევროვიზიის კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება

933
0

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

 

 კონკურსის წესების მიხედვით, ევროვიზიის მასპინძელი ის ქვეყანა ხდება, რომელმაც კონკურსი მოიგო.

წელს ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა.

თუმცა, ჯერ კიდევ ივნისში კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ევროვიზიის ჩატარება უკრაინაში ვერ მოხერხდება. ამის შემდეგ კონკურსის მასპინძლობის მიზნით მოლაპარაკება იმართებოდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ „ევროვიზია -2023“-ს ბრიტანეთი უმასპინძლებს, კონკურსზე უკრაინის გამარჯვება სათანადოდ იქნება ასახული.

ევროვიზიის ორგანიზატორების გადაწყვეტილების გამო უკრაინის მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა. მათი თქმით, უკრაინა შეძლებდა კონკურსზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„ევროვიზია-2023“-ის მასპინძელი ქალაქი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ინტერესი უკვე გამოთქვეს გლაზგომ და მანჩესტერმა.