1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის – Abcnews
აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის – Abcnews

აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის – Abcnews

567
0

აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში მიმდინარე წელს 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის.

ინფორმაციას   Abcnews-ი  ავრცელებს.

 სომალისა და სამხრეთ სუდანში სავარაუდოდ, დაახლოებით 300,000 ადამიანი სრული შიმშილის პირობებში იქნება. 

ჰუმანიტარული ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რეგიონში სასურსათო კრიზისის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. 

„გარდა დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული დახმარებისა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ინვესტიციები გლობალურ სოფლის მეურნეობაში და განახორციელოს შეთანხმებული დიპლომატია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მეტი რესურსების მობილიზება დონორებისგან, თავიდან ავიცილოთ ექსპორტის შეზღუდვები“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი სამანტა პაუერი. 

პაუერმა კვირის დასაწყისშიც ისაუბრა გლობალური სასურსათო კრიზისის კატასტროფის თავიდან აცილების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ 1,2 მილიარდი დოლარის დაფინანსებაა საჭირო იმისთვის, რომ ეთიოპიაში, სომალისა და კენიაში მცხოვრები ადამიანების დახმარება განხორციელდეს.