ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: სოლომონ კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანრი მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.
ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 9 ივნისს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს პოდგორიცაში, სადაც მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება.