1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ – მათი დომინირება გაგრძელდება”-Deutshce Welle
“ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ – მათი დომინირება გაგრძელდება”-Deutshce Welle

“ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ – მათი დომინირება გაგრძელდება”-Deutshce Welle

259
0

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ (Deutshce Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები იმარჯვებენ – მათი დომინირება გაგრძელდება“, რომელშიც მიმოხილულია 6-9 ივნისს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში ჩატარებული ევროპული საკანონმდებლო ორგანოს – ევროპის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ევროპარლამენტის არჩევნებში, წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ალიანსი – ევროპის სახალხო პარტია – გამარჯვებას აღწევს. მას შეუძლია 720 სადეპუტატო ადგილიდან 189 მიიღოს. შედარებისთვის: ამჟამინდელ ევროპარლამენტში – თითქმის უკვე ვადაგასულში – სახალხო პარტიას 176 მანდატი აქვს.

ვინ მეტი, ვინ ნაკლები…

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა, მათ შორის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ არსებითად გააუმჯობესეს თავიანთი მონაცემები 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ძლიერი ბრიუსელის პოლიტიკის მომხრეთა ბანაკი მაინც ყველაზე მრავალრიცხოვანი რჩება. გერმანული სააგენტოს DPA-ს გამოთვლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური პარტიების, რომლებიც ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში გაერთიანდებიან, მათ მხოლოდ ერთობლივად 200 მანდატის მიღება შეუძლიათ. გავიხსენოთ ჭეშმარიტება: ევროპარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 361 ადგილის მოპოვებაა აუცილებელი, სახალხო პარტია კი 189-ს იღებს.

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული ძალები, რომლებიც 135 მანდატს იღებენ (მათ 139 ჰქონდათ), მესამე ადგილზეა ლიბერალური ფრაქცია „ევროპის განახლება“, რომელსაც 83 ადგილი შეხვდება. ეს 19 ადგილით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის არჩევნების შედეგებით, მაგრამ მაინც დამაკმაყოფილებელი
დამარცხება განიცადეს „მწვანეებმა“ ევროპული თავისუფალი ალიანსის სახით. დღემდე მათ ევროპარლამენტში 72 დეპუტატი ჰყავდათ, ახლა კი მათ მხოლოდ 53 ეყოლებათ.

„ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტები“ მიიღებენ 72 ადგილს, მემარჯვენე ნაციონალისტები – 58-ს. კიდევ 95 ადგილი განაწილდება ფრაქციებს გარეშე დეპუტატებს შორის.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩევლების 51%-მა. ხუთი წლით ადრე, 2019 წლის არჩევნებში, ეს მაჩვენებელი 50,66%-ს შეადგენდა.

და ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი…

როგორც ჩანს, ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი – გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარგზავნილი – თავის თანამდებობას შეინარჩუნებს. მას უკვე საკმარისზე მეტი მომხრე ჰყავს ახალ ევროპარლამენტში. შესაძლოა, მისი კანდიდატურის დამტკიცებას გარკვეული ძალთა ბალანსი დაჭირდეს, მაგრამ „რკინის ურსულა“ ევროკომისიის პრეზიდენტობას გააგრძელებს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ევროკომისიის პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ წინ ბევრად უფრო მძიმე სამუშაო მელოდება“, – განაცხადა თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც მან აღნიშნა, კვლავ გააგრძელებს იმ ძალებთან თანამშრომლობას, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ.

წყარო: