1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

613
0

10 ივნისს ქუთაისში +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.