ევროკავშირის საბჭომ ახლა გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას – შარლ მიშელი
228
0
ევროკავშირის საბჭომ ახლა გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ეს ისტორიული მომენტია.
„დღეს გადამწყვეტი მომენტია თქვენს გზაზე ევროკავშირისკენ. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, მაია სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა“, – წერს შარლ მიშელი.