1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რომ გვეომა, კანდიდატის სტატუსს ჩვენც მოგვცემდნენ”- ირაკლი კობახიძე
“რომ გვეომა, კანდიდატის სტატუსს ჩვენც მოგვცემდნენ”- ირაკლი კობახიძე

“რომ გვეომა, კანდიდატის სტატუსს ჩვენც მოგვცემდნენ”- ირაკლი კობახიძე

185
0

რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს ჯობდა – გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა, აღიარებული პერსპექტივით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით მოწინავეა.

“ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე აბსოლუტურად ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. პირდაპირ გვითხრეს, რომ უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. მაკრონმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს ჯობდა – გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა, აღიარებული პერსპექტივით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.