1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის” – თეა წულუკიანი
“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის” –  თეა წულუკიანი

“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის” – თეა წულუკიანი

816
0

მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……“, – წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანს აქვე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებიდან ამონარიდი მოჰყავს:

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული