1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი”- ცოტნე ივანიშვილი
“ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი”- ცოტნე ივანიშვილი

“ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი”- ცოტნე ივანიშვილი

145
0
 
საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.
 
როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
 
ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
 
20:00 საათზე პარლამენტთან საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართება.
 
ღონისძიების მთავარი გზავნილია – მამული, ენა, სარწმუნოება. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
 
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.