1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია”- ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
“ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია”- ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია”- ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

136
0

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებამ, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, დღეს მორიგი სიმულაცია იხილა. “ოცნების” ლიდერმა, ასევე, განმარტება ექსპრეზიდენტის წონის კლებასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ მისი წონაში კლება შერჩეული კვებიდან და კუჭის ოპერაციიდან გამომდინარე ხდება. 

“დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა , როგორც ჩანს, სიმულაციასაც  სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ და ეს იყო 2 დღით ადრე გადაღებული კადრები.  ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც, ასევე, გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ვიზუალიდან. რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.