1. Home
  2. TOP სიახლე
  3. BFMTV: ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა
BFMTV: ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა

BFMTV: ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა

139
0

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი კონფრონტაციად აღიქვამს და რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი.

 

„უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი აღიქვამს, როგორც რაღაც კონფრონტაციულს“, – განუცხადა მან ფრანგულ Le Monde-ს, ამერიკულ Wall Street Journal-სა და ლიბანურ An Nahar-ს.

 

„მიუხედავად იმისა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატოში – და ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი – მას უნდა მიეცეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ, რაც მას თავს დაესხა რუსეთი“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.