1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, საკადრისი პასუხი გაეცემა – მამუკა მდინარაძე
ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, საკადრისი პასუხი გაეცემა – მამუკა მდინარაძე

ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, საკადრისი პასუხი გაეცემა – მამუკა მდინარაძე

300
0

ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა“.

„მინდა, ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, შევეცდები ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. ეს შემთხვევით ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი. ამის მტკიცებულება მაქვს. რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი, მას მეგობრის შვილმა მისწერა: „იქნებ, მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა – (დღეს ერთ-ერთი ონლაინგამოცემა რომ არ დაუშვითო, იმ გამოცემაზეა საუბარი, არ ვკითხულობ სპეციალურად) ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც ერთს არაფრის თავი არ აქვს, უფრთხილდებიან. პირადი სიმპატიები აქვთ, თუ რა ჯანდაბა სჭირთ ვერ გავიგეთ. მდინარაძე იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ. კი იცით, მესიმპატიურება ეგ კაცი. უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა, იცოდეს. გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვარ გარედან ტიპების იმედზეო“. ამ მესიჯის შემდეგ რამდენიმეს  ჩავუგდე რომ არ შემოუშვეს რამდენიმე ადამიანი. ეს მესიჯი მისწერა მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა, სხვათა შორის, წელს ცოტა სხვა აზრზეა.

ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. წინა დღეების მტკიცებულება, რომ ჩაეშალა სხდომა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე.  თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე..

ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის. ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მიცნობს.

ერთი იცოდეთ ყველამ – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორე მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს. ამას საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. ამ ტიპის ვითომ კაცობა და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ  ვხედავთ ჩვენს მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები. ვინ, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ  იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.