1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება”
“ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება”

“ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება”

151
0

ნუ გამოგყავთ ისე, რომ ვინმე ვინმეს უპირისპირდება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: „რატომ დაემთხვა 29 აპრილის აქცია იმ პერიოდს, როდესაც აქციებს თავად ახალგაზრდები აანონსებენ ამ კანონპროექტზე და თუ არის გაცნობიერებული, რომ შესაძლოა რაიმე საფრთხეს ჰქონდეს ადგილი“.

„თქვენი კითხვიდან გამომდინარე, არ ვიცი, უკვე რაღაც მინიშნებული ჩანს, რომ ასეთი მოლოდინი უნდა არსებობდეს და დღეიდანვე იმ აზრის ჩამოყალიბებაზე მიდის საუბარი, რომ რაიმე დაპირისპირება უნდა მოხდეს. მე საზოგადოებას შევახსენებ ერთ რამეს, „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და არჩეულია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მიერ, მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელი, უკვე ბოლო კვლევებით ჩვენი მხარდაჭერა საზოგადოებაში 60% არის გაზრდილი, შესაბამისად, იმ პროცესების კვალდაკვალ, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტში ამ კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ჩვენი ასეულ ათასობით, მილიონზე მეტი ამომრჩეველი, მხარდამჭერი, აქტივისტი, ბუნებრივია, ჩვენგან ითხოვს იმას, რომ მათაც მიეცეთ შესაძლებლობა საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება, მათ შორის მხარდამჭერი მოსაზრება, რა თქმა უნდა, ყოველგვარი კანონის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ასეთი აქციის გამართვა. ხაზს ვუსვამ, საქართველოში ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, ვინც აპროტესტებენ იმას, რასაც აპროტესტებენ, აქვთ და ექნებათ გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. მე მგონი, ამას ეს დღეები ადასტურებს“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ხელისუფლება და პოლიცია ნებისმიერ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებითაც კი, მაღალი ევროპული სტანდარტით იქცევა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ნახავს, როგორ გამოვა თავის ნებით ათეულ ათასობით ადამიანი და კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ქართული ოცნების“ და იმ პროცესების მხარდაჭერას, რომელიც ახლა ქვეყანაში მიდის.