1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა -ანა დოლიძე
ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა -ანა დოლიძე

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა -ანა დოლიძე

65
0

პარტია “ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი.

“ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, არის გამდიდრება ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისთვის, დანარჩენი ქართველების გადაჩეხვა, ემიგრაცია, გაღარიბება, განათლების გარეშე დატოვება. მეორე მხრივ, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ფასეულობა. ხალხმა ეს განსხვავებული ფასეულობა უნდა დაინახოს. ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.