1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა გზა უნდა გაიაროს უკრაინამ და მოლდოვამ და რა ელის საქართველოს? – Deutsche Welle
რა გზა უნდა გაიაროს უკრაინამ და მოლდოვამ და რა ელის საქართველოს? – Deutsche Welle

რა გზა უნდა გაიაროს უკრაინამ და მოლდოვამ და რა ელის საქართველოს? – Deutsche Welle

442
0

„ევროკავშირის სამიტმა უკრაინას და მოლდოვას ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რა გზა უნდა გაიაროს ახლა ორივე ქვეყანამ? და როგორია სხვა კანდიდატების ბედი?“ – ასეთი კითხვებია დასმული თავისი პასუხებით, გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირში გაწევრიანება: პროცედურა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს“ (ავტორი – ბერნ რიგერტი).

„ეს გამარჯვებაა, ჩვენ ამას 120 დღე და 30 წელი ველოდით“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებისა და პრემიერ-მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს, რომლის თანახმად, 23 ივნისს, უკრაინას და მოლდოვას ერთხმად მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროპული ქვეყნებისათვის ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფო ევროპაში მდებარეობს, მისი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვლება. ორგანიზაციის დღევანდელი 27 წევრი ქვეყნიდან 21 ძირითად და თავდაპირველ დამფუძნებლებს (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია) თანდათან მიუერთდნენ, რამდენიმე ტალღის სახით, ათწლეულების განმავლობაში, 1958 წლიდან დაწყებული. ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე პარაგრაფი ევროკავშირში შესასვლელ საკმაოდ იოლ პროცედურას იურიდიულად არეგულირებს.

სამი ნაბიჯი ევროკავშირში შესასვლელად

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ევროპის სახელმწიფო ევროკავშირის წევრი  შეიძლება გახდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

პირველი – ყოველ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადი წარადგინოს მიღებაზე, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს;

მეორე – ევროკავშირის საბჭო ერთხმად უჭერს მხარს განაცხადს და იწყებს მოლაპარაკებას გაწევრიანების მიზნით. ევროკავშირის კომისია (ევროკომისია) აყალიბებს თავის რეკომენდაციებს, გზავნის ევროპის პარლამენტში, რომელიც დასტურს აძლევს (ან არ აძლევს) ამ რეკომენდაციებს, ხოლო თვითონ კანდიდატი აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს;

მესამე – განმცხადებელი სახელმწიფო და ევროკავშირი ხელს აწერენ შეთანხმებას ევროკავშირისადმი მიერთებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს რატიფიცირებული ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. როგორც კი შეთანხმება ძალაში შევა (ანუ ყველა მოახდენს მის რატიფიცირებას), კანდიდატი სახელმწიფო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ხდება.

კრიტერიუმები ევროკავშირის წევრობისათვის

მიღების შესახებ მოლაპარაკების მსვლელობაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე წლიდან რამდენიმე ათეულ წლამდე გაგრძელდეს განმცხადებლის მდგომარეობის გათვალისწინებით, ტარდება რეფორმები: იცვლება სახელმწიფო მმართველობის სისტემა ევროკავშირის შესაბამისად, ასევე ხდება სასამართლო და ეკონომიკური სისტემების ადაპტაცია ევროკავშირის სტანდარტებისადმი. მიერთების ყოველი ნაბიჯი, რომელიც 35 შინაარსობრივ ეტაპად არის გაყოფილი, აუცილებლად ერთხმად უნდა იქნეს მხარდაჭერილი ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.

ევროკავშირს არაერთხელ დაუდგენია ახალი კრიტერიუმები და რეფორმების ეტაპები ყველა პრეტენდენტისათვის. ევროკავშირის შიდა სტრუქტურა ასევე არაერთხელ ყოფილა კორექტირებული, რათა წევრების მზარდი რაოდენობის პირობებში ორგანიზაციას მოქმედების უნარი შეენარჩუნებინა.

ევროკავშირში შესვლის პრეტენდენტები: ვინ რა ეტაპზეა?

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები შეიძლება პირობითად ოთხ ჯგუფად დაიყოს. 

პირველი ჯგუფი – სახელმწიფოები, რომლებიც ემზადებიან წევრობის განაცხადი შეიტანონ (კოსოვო); 

მეორე ჯგუფი – სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადი წარადგინეს (ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო); 

მესამე ჯგუფი – სახელმწიფოები, რომლებიც ოფიციალურ კანდიდატებად ითვლებიან, რადგან მათი განაცხადებმა დადებითი შეფასება დაიმსახურეს (ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, პლუს უკრაინა და მოლდოვას რესპუბლიკა); 

მეოთხე ჯგუფი – სახელმწიფოები, რომლებთანაც ევროკავშირისადმი მისაერთებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს (სერბეთი, ჩერნოგორია, თურქეთი).

კანდიდატებს მოთმინება მოეთხოვებათ

1990-ანი წლების შუახანებში ფინეთს სულ რაღაც სამი წელი დაჭირდა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. აი, რაც შეეხება თურქეთს, ანკარამ მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო და მისი ბედის გარკვევაში ჯერ რაიმე პროგრესი არ შეინიშნება. ევროკავშირს არაერთხელ განუცხადებია და ხაზი გაუსვია, რომ ძირითადად წევრ- ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებენ მსურველები რეფორმებს მომდევნო საფეხურზე ასასვლელად. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ ამ პროცესის ბლოკირება, როგორც ამას, მაგალითად, ბულგარეთი აკეთებს, როცა მოგონილ არგუმენტებს იყენებს ჩრდილოეთ მაკედონიის დასაბლოკად იმ მოლაპარაკების დაწყების მიზნით, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდნენ.

მსურველების მოლოდინი რომ როგორმე „დაატკბონ“, ევროპაში არსებობს რიგი შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ – ისეთები, როგორებიცაა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ევროკავშირში შესვლის მსურველთა დასახმარებლად შეიქმნა. გარდა ამისა, კანდიდატებმა, ევროკავშირში შესვლამდე უნდა მოაგვარონ ერთმანეთთან არსებული დავები და ტერიტორიული კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც, როგორც ჩანს, უკრაინისათვის ძალიან რთული იქნება. იგივე ეხება სერბეთსაც კოსოვოსთან მიმართებით.

ევროკავშირი: „ქორწინებები“ და „განქორწინებები“

ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გერმანიის დემოკრატიულო რესპუბლიკა (გდრ) შევიდა, რომელიც ორგანიზაციას 1990 წელს მიუერთდა ოფიციალური მოლაპარაკების გარეშე, რადგან ევროკავშირის წევრის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი გახდა.

ისლანდია ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ევროკავშირში ჯერ განაცხადი წარადგინა მიღების თხოვნით, შემდეგ კი უკან წაიღო. ეს მოხდა 2015 წელს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო – ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ამ მომენტისათვის უარი თქვა ევროკავშირის წევრობაზე ორგანიზაცია 2020 წელს დატოვა.

წყარო