1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ენჯეოშნიკები” რომ მოიყვანონ მთავრობაში მაგისთვის ხომ არ გამოვლენ – ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად?”- იაგო ხვიჩია
“ენჯეოშნიკები” რომ მოიყვანონ მთავრობაში მაგისთვის ხომ არ გამოვლენ – ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად?”- იაგო ხვიჩია

“ენჯეოშნიკები” რომ მოიყვანონ მთავრობაში მაგისთვის ხომ არ გამოვლენ – ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად?”- იაგო ხვიჩია

442
0

“გირჩის” ლიდერის,  იაგო ხვიჩიას განცხადებით, აქციის ორგანიზატორებს არასწორი მოთხოვნები აქვთ დაყენებული, რადგან გაუგებარია საიდან ექნება ახალ ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია.

მისი თქმით, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, რის შემდეგაც ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოითხოვონ.

“30 წელია ეროვნული თანხმობის მთავრობა ვერ შევქმენით და თურმე არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე – ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა.

 

“ქართული ოცნება” იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შესაბამისად, ვერანაირი წნეხი ვერ იქნება მთავრობაზე.

“ენჯეოშნიკები” რომ მოიყვანონ მთავრობაში მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან ეს მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პატივმოყვარეობა რომ გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი.

პარტიები მოგვწონს თუ არა, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ლეგიტიმაცია ასე დგება, არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია, „სირცხვილიამ” რადგან თქვა, ეს ხალხი კარგი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?! “- განაცხადა ხვიჩიამ.