1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება

162
0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის – China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

„ გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა. დავითაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამარჯვებული გამოცხადდება და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.