1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად”- ლიეტუვის პრეზიდენტი

“ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად”- ლიეტუვის პრეზიდენტი

“ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად”- ლიეტუვის პრეზიდენტი
202
0

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილონ მასკის ეხმაურება.

„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

მანამდე, „ტვიტერში“ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ​ილონ მასკმა დადო გამოკითხვა, უნდა გადაწყვიტონ თუ არა დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლებმა, არიან ისინი რუსეთის ნაწილი თუ უკრაინის.

მოგვიანებით, ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა: „რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?“