1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
258
0

ვერძი

სავსებით შესაძლებელია, რომ გამუდმებით კალორიების თვლამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ხარისხს, ნუ ენდობით მოდურ დიეტებს და მეტი ყურადღება ფიზიკურ ვარჯიშებს დაუთმეთ.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ, რომელსაც აუცილებლად განახორციელებთ. ეცადეთ მოდუნდეთ და თუნდაც ცოტა ხნით, სამსახურზე არ იფიქროთ. თუ გრძნობთ, რომ ოსტეოქონდროზი გახლოვდებათ, ექიმთან კონსულტაციით, ვარჯიში უნდა დაიწყოთ.

ტყუპები

დახვეწილი გემოვნების მქონე ტყუპებისთვის კულტურული ღონისძიებები თერაპიის ერთ-ერთი სახეა. თქვენს მდიდარ შინაგან სამყაროს ერთფეროვანი და უინტერესო საქმიანობა არ შეფერება, ამიტომ თუ შესაძლებელია, სამსახურის შეცვლაზე იფიქრეთ.

კირჩხიბი

ვიღაცისგან შეიძლება, თქვენ მიმართ მძაფრი კრიტიკა მოისმინოთ, თუმცა ეს ნაკლებად აგაღელვებთ, თქვენ ახლა მარტივად შეგიძლიათ, კონკურენტი ან გააცამტვეროთ, ან მეგობრად აქციოთ – გააჩნია, რამდენად შორსმიმავალი გეგმები გაქვთ.

ლომი

ეცადეთ ურთიერთობებში მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ – ადამიანი, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თქვენთვის ხასიათისა და ავტორიტეტის გაფუჭებას ცდილობს. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით – საყვარელ ადამიანთან კამათი შეიძლება, პროვოკაციაში გადაიზარდოს. ბევრ ქალწულს სასიყვარულო ურთიერთობების გაწყვეტა ელის. გახსოვდეთ, რომ თანაცხოვრებაში კომფორტი დროსთან ერთად, ნელ-ნელა მოდის და ეცადეთ, ამას შეეგუოთ.

სასწორები

შფოთიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო დღე გელით, რომელიც უჩვეულო ამოცანებს შემოგთავაზებთ. ბევრი სასწორი შეძლებს სასურველი ურთიერთობის დამყარებას. ცოტა დრო გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ფიქრი და მოქმედება დაიწყოთ.

მორიელი

ეს დღე ხორციელ ცდუნებებსა და უდიდეს სიამოვნებას უკავშირდება. შესაძლოა, გარშემო მყოფები გამომწვევი და ზოგჯერ აგრესიული ქცევით გააოცოთ. ეცადეთ, ისეთი რამ არ გააკეთოთ, რის გამოც მოგვიანებით ძალიან შეგრცხვებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის თანამოაზრეთა რიცხვი იზრდება. ამ დღეს მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება, სასიამოვნო შეხვედრები და კონტაქტები. ეცადეთ, საკუთარი თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოიდგინოთ და მოვლენებს „გვერდიდან“ შეხედოთ.

თხის რქა

თქვენი სახლი შეიძლება, მეგობრული შეხვედრებისა და საინტერესო ურთიერთობების ადგილად იქცეს, რაც თქვენს განწყობაზე სასიამოვნოდ აისახება. ახალ ნაცნობებს შორის შესაძლოა, აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს და აქამდე უცნობი ემოციებით აავსებს.

მერწყული

ამ დღეს სტუმრიანობა გელით. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ და განავითაროთ. სავარაუდოდ, თქვენი ერთ-ერთი სტუმარი მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები

შესაძლოა, საქმიანი პარტნიორის ორიგინალური წინადადებები თქვენი მომავალი ცხოვრების საფუძველი გახდეს. გირჩევთ, თავისუფალი დრო ინტერესების სფეროს გაფართოებას დაუთმოთ.