1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში”- ვაშაძე
“ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში”- ვაშაძე

“ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში”- ვაშაძე

375
0
ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში, ახლა მაინტერესებს, ეს სახელი და გვარი რომ გაიგეს, რა თქვეს, კიდევ არ გვესმისო?!- ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში დეოლიგარქიაზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
 
მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობით უნდა განაგრძოს მოქმედება.
 
“საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უპრეცედენტო ერთიანობით უნდა გავაგრძელოთ მოქმედება, რომელიც გვაქვს რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით. უნდა გავაგრძელოთ საკანონმდებლო აქტების შემუშავება, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან სრულ თანხვედრაში ყოფნა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სექტემბრიდან მასობრივი საერთო ეროვნული მოძრაობის დაწყება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მივიდეთ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელსაც ჩვენ “ქართული ოცნების”,” ქართული ოცნება 2-” ის, ან გამიჯნულ-შემიჯნულების ხელით ვერასდროს მივიღებთ. უნდა მოვუსმინოთ დასავლელ პარტნიორებს და გავითვალისწინოთ ყველა მათი რჩევა”,- აღნიშნა ვაშაძემ.
 
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება „დიდი დეოლიგარქიზაციის“ შედეგად მოხდება.
„რაც შეეხება გვარამიას და სააკაშვილს, დიდი დეოლიგარქიზაციის პროცესის შედეგად, როცა საბოლოოდ დეპოლარიზება მოხდება ქვეყანაში, მოხდება მათი გათავისუფლება”, – განაცხადა ვაშაძემ.
 
 დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში განცხადებები გაკეთდა.
 
“თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას.
 
ანდრიუს კუბილიუსის  განცხადებით, ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო და ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.