,,დროული კითხვები” ეკა სეხნიაშვილთან ერთად, 13 სექტემბერი, 2022 წელი
“ქართული ოცნება” არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის – როგორ აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას, იქნება თუ არა აღნიშნული სიახლე მანიპულაციის საგანი, როგორც ამას ოპონენტების ნაწილი აცხადებს?! 📌 “ლელო” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და რუსეთთან სავიზო რეჟიმს ითხოვს – რა მოლოდინები აქვს ინიციატივის ავტორს, დათანხმდება თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას?! 📌 “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების ბრალდებები ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მისამართით – რას პასუხობს პარტია “საქართველოსთვის” ე.წ. ოთხეულის მორიგ განცხადებას?! 📌 რუსეთ-უკრაინის ომიდან 200 დღის შემდეგ უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებს – რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში?! 📌ეკა სეხნიაშვილის “დროულ კითხვებს” პასუხობენ: სალომე სამადაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და კახა ბასილია