,,დროული კითხვები” ეკა სეხნიაშვილთან ერთად, 12 სექტემბერი
მმართველი გუნდის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით ბრალდებები გრძელდება – რატომ აფასებს ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ ძალას მსუბუქი ყოფაქცევის პარტიად?! ???? როგორ აფასებენ პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები “ლელოს” ინიციატივას, პარლამენტში საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას?! ???? მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში ადანაშაულებს – როგორ აფასებს უმრავლესობის ლიდერის განცხადებას სამოქალაქო საზოგადოება?! ???? “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები ექს-პრემიერს ახალ ბრალდებას უყენებენ – რას პასუხობენ ე.წ. ოთხეულის ბრალდებებს მმართველ გუნდში?! ???? ეკა სეხნიაშვილის “დროულ კითხვებს” პასუხობენ: მანჩო გიორგობიანი, თეონა ჭალიძე, ანა მიქაძე და ლადო კახაძე