1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპის განკარგულებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს
დონალდ ტრამპის განკარგულებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპის განკარგულებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს

379
0

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გათავისუფლებული მჯავრდებულები არიან სტიუარტ როდსი და ენრიკე ტარიო. სტიუარდ როდსს – 18, ხოლო ენრიკე ტარიოს 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, მათ შორის კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე დაახლოებით 1 600-მდე პირის შეწყალებას.