აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბენზინის ფასის მატებას ახლა უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ განაპირობებს, რადგან ნავთობი ახლა თითქმის ყოველდღიურად რეკორდული მოცულობით გადის სრუტეში.

„რუსულ ქარხნებს უკრაინა ანადგურებს, ხოლო ჩვენსას „დუმოკრატები" ხურავენ ისეთ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია", - წერს ტრამპი.