1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ

730
0

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.

„ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.

ტრამპმა არ უთქვამს, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსებთან კონტაქტში, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ორივე მხარე „უკვე საუბრობს“. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პირდაპირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.