დღის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და საუბრებისთვის. სულ ერთია, ეს მეზობლებთან ჭორაობა იქნება, მეგობრული საუბრები თუ საქმიანი მოლაპარაკებები.
კურო
ამ დღეს ყველას ძალიან ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღოთ. საკუთარ საქმეში ყველაზე ობიექტური შემფასებელი თავად თქვენ ხართ.
ტყუპები
ამ დღეს ახალი იდეები და საქმიანი წინადადებები უდიდეს წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, რაღაც შეცვალოთ იმ სფეროში, სადაც ცვლილებები დიდი ხანია არ მომხდარა.
კიბო
რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მოვლენას, რომელიც ამ დღეს გელით, ვერც შეცვლით და ვერც თავიდან აიცილებთ. მაშინ რატომ ნერვიულობთ იმაზე, რისი შეცვლაც შეუძლებელია?
ლომი
კარგად დააკვირდით, სწორად გაიგო თუ არა თანამოსაუბრემ თქვენი სიტყვები. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთოს და ამის გამო რთული სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
ქალწული
ძალიან რთული და დაძაბული დღე გელით – სავარაუდოდ, ერთდროულად ძალიან ბევრი რამ მოხდება, რაც თავბრუს დაგახვევთ. მოვლენების ორომტრიალს საღამოსვე დაეღწევით, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად.
სასწორები
მეტისმეტად თავმდაბალი და მოკრძალებული ხართ. იქნებ დროა, საკუთარი სათქმელი ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს აზრს ანგარიშს არავინ გაუწევს.
მორიელი
ამ დღეს ფაიფურის ლარნაკივით ნაზი და ძალიან მყიფე ხართ, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერი რთული და კონფლიქტური სიტუაცია თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ისეთი სახე მიიღოთ, თითქოს შესანიშნავად გესმით ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება და სრულიად ეთანხმებით. სინამდვილეში, რაღაც ვერ გაიგეთ, ამიტომ ჯობია არ ჩაერთო.
თხის რქა
ამ დღეს გლობალური პრობლემების მიმართ თქვენი სრულიად ახლებური და ორიგინალური დამოკიდებულება ყველას გააოცებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ხელი შეგიშალოთ ისაა, რომ საკუთარი ძალის გადანაწილება ვერ მოახერხოთ და საქმის დასასრულებლად ენერგია აღარ გეყოთ.
მერწყული
ცოტა ხნით შეჩერდით და შეისვენეთ – ამ გიჟურმა რბოლამ ისე გაგიტაცათ, რომ დაგავიწყდათ, ვის და რატომ მისდევთ. იქნებ, შესვენებამ მეხსიერება გამოაღვიძოს. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ჩამოაგდოთ ის, ვინც დიდი ხანია კისერზე გაზით.
თევზი
მშვენიერი დღეა როგორც ახალი ნაცნობებისთვის, ასევე დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, ამ დღეს ოჯახური და პირადი ცხოვრებისთვის მაქსიმალური სარგებელი ნახოთ.