1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო – ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! – მამუკა მდინარაძე
დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო – ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! – მამუკა მდინარაძე

დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო – ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! – მამუკა მდინარაძე

603
0

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი დავალება აქვთ მიღებული, ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს კვლავ „რუსულ კანონი“ რომ უწოდონ.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“,- წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.