1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს -ჩვენ გვეუბნებიან 8 აგვისტოს რატომ გადიხართ გმირების საფლავებზეო” – იონათამიშვილი
“ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს -ჩვენ გვეუბნებიან 8 აგვისტოს რატომ გადიხართ გმირების საფლავებზეო” – იონათამიშვილი

“ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს -ჩვენ გვეუბნებიან 8 აგვისტოს რატომ გადიხართ გმირების საფლავებზეო” – იონათამიშვილი

373
0

„ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს, უკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს და ჩვენ გვეუბნებიან 8 აგვისტოს რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს – ზემო აფხაზეთი. 2008 წლის 8 აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო, ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო, ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს, თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი – 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო; უკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო.

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იმავეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების პიარმა“ ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა.სულ ასეთი „მართლები“ და „პატრიოტები“ არიან“, – აცხადებს იონათამიშვილი.