“ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ”- მაკრონი
362
0
ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია „ბიეფემთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.
„გზა გრძელი იქნება, მაგრამ ეს არის იმედის ნიშანი. ეს ასევე არის რუსეთის მისამართით გაკეთებული გზავნილი“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას შეუძლია, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი