ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

„კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეებთან ერთად გამომსვლელები.

„ჩვენს საპროტესტო მოძრაობას - „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, საქართველოს გაზაფხული და ჩვენ ვამბობთ - „კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია!“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.