1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების”- ირაკლი ბათიაშვილი
,,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების”- ირაკლი ბათიაშვილი

,,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების”- ირაკლი ბათიაშვილი

47
0

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სახეზეა მორიგი შეთქმულება და შემოტევა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მიდის კოორდინირებულად – შიგნიდან და გარედან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ევროპარლამენტის ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული არის კორუმპირებული ევროდეპუტატების გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ გამოიწვიონ ეს მასობრივი არეულობა, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ისეთი პრაქტიკულად მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც უარს იტყვის სუვერენული პოლიტიკის გატარებაზე, ძირს გამოუთხრის ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს, გზას გაუხსნის ლგბტ პროპაგანდას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები“, – მიიჩნევს ბათიაშვილი.