1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, რადგან ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება” – ირაკლი ზარქუა
“ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, რადგან ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება” – ირაკლი ზარქუა

“ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, რადგან ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება” – ირაკლი ზარქუა

326
0

ვთქვით ჩვენ, რომ გამორიცხულია, ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, რადგან ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფები პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„მმართველ პარტიას ხომ არ მოგვიგონია ეს?! კონკრეტული ჯგუფები აქცენტირებულად, პირდაპირ ფოკუსირებულად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, საზოგადოებას, რომ აბა, იქნებ მეორე ფრონტი გახსნილიყო ქვეყანაში. ამაზე ვთქვით ჩვენ, რომ გამორიცხულია, ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, რადგან ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება. ეს ნათლად, ღიად დავაფიქსირეთ“,- განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვა მმართველი პარტიის მოგონილი თემა არ არის.

“კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გვარები იყო ჩამოთვლილი, იყო მათ შორის, უკრაინის მაღალჩინოსნებიდან, ყველამ იცის გვარები, ვისგანაც პირდაპირი მოწოდება იყო – “იქნებ მეორე ფრონტი გაიხსნას, საკმარისია ჩვენი ბავშვების და დედების მკვლელობები”, ჩვენ, მმართველ პარტიას ხომ არ მოგვიგონია ეს?! ამაზე ვთქვით, რომ გამორიცხულია, ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთვება ომში,”- განაცხადა ზარქუამ.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის, ზარქუა პასუხობს, რომ როგორც ინფორმაცია აქვს, შეიძლება ამაზე ყოფილიყო.

“როგორც მე მაქვს ინფორმაცია გარკვეული ჯგუფებისგან მათ შორის, შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ, არ ვესწრებოდი, არ ვიცი, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამაზე ერთი მხარეც და მეორეც მკაფიო განცხადებას გააკეთებს, თუ რას ეხებოდა შეხვედრა. ფაქტია, ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და თან გრძელდებოდა სამი საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი. არც შეიძლება მეათე ხარისხოვან თემებზე ყოფილიყო, მთავარი გამოწვევა მსოფლიოსი არის ომი, სადაც რუსეთია აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრულო ეჭვი არსებობს, რომ ამაზე იყო, თუმცა, ვერ ვადასტურებ,”- განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ზარქუა აცხადებს, გაუხარდება თუ მოწოდებები ოპოზიციის მისამართით გაკეთდება და სწორი აქცენტები დაისმება.

“ვინც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ეს არის რადიკალურო ოპოზიცია და გამიხარდება თუ ქალბატონი ელჩი და სხვა ელჩები მოუწოდებენ ე.წ. რევოლუციონერებს, რომლებმაც ალტერნატიული გზა შექმნეს – ტექნიკური მთავრობა და პარლამენტი, რომ იქნებ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ ნაწილს.

თუ ვინმე სანქციების თემას დიდ დროს უთმობს, ესენი არიან ხოშტარიები, “ნაციონალური მოძრაობა”, არახამიები, პოდოლიაკები, ერმაკები და ა.შ. თუ ვინმეს შენიშვნა ეკუთვნის, კარგი იქნება სწორი აქცენტები დაისვას. ისინი უთმობენ დიდ დროს სანქციების თემას, ჩვენი ღირსეული მოქალაქის და ქვეყნის მისამართით. ასე რომ, კარგი იქნება თუ ქალბატონი დეგნანი ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც ამ სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს,”- განაცხადა ზარქუამ.