1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს

253
0

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად.

შესაბამისი დოკუმენტი კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

ანგარიშში ნათქვამია, რომ სენატმა გაითვალისწინა უკრაინული მხარის მოწოდებები რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარების შესახებ.

დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მიერ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში და ლათინურ ამერიკაში ტერორისტების დაფინანსება, სკრიპალების ოჯახის მოწამვლა დიდ ბრიტანეთში და მალაიზიური ბოინგის MH17-ის ჩამოგდება დონბასში.

“პრეზიდენტ პუტინის მითითებით, რუსეთის ფედერაციამ უხელმძღვანელა და დაუშვა სამოქალაქო ცენტრების განურჩეველი დაბომბვა ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, რასაც მოჰყვა უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის დაღუპვა. ჩაატარეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის არაერთი სიკვდილით დასჯა და სცადეს მათი სისასტიკის დამალვა მასობრივი საფლავებით მთელ უკრაინაში”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან დაკავშირებით, სენატმა გადაწყვიტა მიმართოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მოწოდებით, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეიყვანოს.