1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ჩვენ მეგობრობა არასდროს შეგვშლია”- ყაველაშვილი
,,ჩვენ მეგობრობა არასდროს შეგვშლია”- ყაველაშვილი

,,ჩვენ მეგობრობა არასდროს შეგვშლია”- ყაველაშვილი

1.71K
0

რადგან ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რადგან ვთვლით რომ ჩვენი პარტნიორები არიან ევროკავშირის ლიდერები, ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ და ვაგრძელებთ პროცესს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როგორც კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში იყო ყველა პარამეტრზე ვთანხმდებით, ვმუშაობთ, რომ დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის გარდაუვალი, ჩვენ ამ თვალსაზრისით ძლიერები ვართ. ვერ ვიქნებით მათ მიერ გაცხადებულ საკითხებზე პასუხისმგებელი. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელშია, ეს არის სამართლიანობა და ჩვენი საზოგადოების განცდა, თუ როგორ იქცევა მათი ხელისუფლება, რამდენად სამართლიანია და რამდენად ღირს ამ ხელისუფლების მხარდაჭერა. ვისაც მართლა სტკივა საკუთარი სამშობლო, ვხედავთ რომ ხელისუფლების გვერდზე დგას.

ჩვენ მეგობრობა არასდროს შეგვშლია. უამრავი მტერი და პარტნიორიც გვყავდა, უდიდესი გამოცდილება გვაქვს და კარგად გვესმის რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა, ორმაგი სტანდარტი კი არ გვესმის. ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ რომ მართლები ვართ, რადგან ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია საუბარი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.